თერჯოლის რაიონის სოფელ ახალთერჯოლში მგლების პრობლემამ საგრძნობლად გააღიზიანა ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თქმით, მტაცებელი ცხოველები ხშირად ჩნდებიან სოფელში, რაც საფრთხეს უქმნის როგორც შინაურ პირუტყვს, ისე ადამიანებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი, არკად გამეზარდაშვილი, აცხადებს, რომ გუშინ მგელმა ხბო შეჭამა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში მოსახლეობას არ აქვს უფლება, რომ მტაცებელი ცხოველი მოკლას, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროს რეგულაციები მათი ქონების ღირებულებაზე მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს.
„დღეს ხბო შეგვიჭამა, ხვალ ცხვრებს მიადგება, მერე კი შესაძლოა ადამიანებზეც გადაერთოს“, – აცხადებს არკად გამეზარდაშვილი.
სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და მოითხოვენ, რომ მათ მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაციის უფლება მიეცეთ, რათა თავი დაიცვან.