სამტრედიის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა

სამტრედიაში უსახელოდ არსებულ ყველაზე მაღალ ადგილს ქართველი ენათემცნიერის სახელი დაარქვეს. ექსპედიცია, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო და მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი ადგილის დალაშქვრას ემსახურებოდა, 2016 წლის 30 ივლისს შედგა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მთას აქამდე არ ჰქონდა ოფიციალური სახელი. შესწავლის შემდეგ სამტრედიის ყველაზე მაღალ წერტილს აკადემიკოს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა. აკაკი გაბრიელის ძე შანიძე 1887 წლის 14 თებერვალი/26 თებერვალს, ქვემო ნოღაში დაიბადა. შანიძე იყო ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. შანიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.

სამტრედიის ყველაზე მაღალი მწვერვალის დასალაშქრად მოწყობილ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, მუნიციპალიტეტის რწმუნებული ოფეთის თემში თემურ ჩხაიძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, სამტრედიის სკოლების მოსწავლეები, სამტრედიელი სტუდენტები, აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, ექსპედიციას მეგზურობას უწევდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ თევზაძე.

"1964 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე ოფიციალურად დაფიქსირებულია უსახელო მწვერვალი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1084,0 მეტრია. ეს მთა მდებარეობს ე.წ. ,,კოკოცას” სერზე. ეს სერი წარმოადგენს წყალგამყოფს. ამ მონაკვეთიდან სათავეს იღებს სამი სხვადასხვა აუზის მდინარე. მთის დასავლეთით 1 კმ-ში მდებარეობს მთა საყინულე ზღვის დონიდან 1204 მეტრზე, ეს მთა შედის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სერის მთა "კოკოცა" ზღვის დონიდან 1216 მეტრზე," - განმარტავს გიორგი დვალაშვილი.
სამტრედიის ყველაზე მაღალ მწვერვალთან მისვლა სამი მხრიდან არის შესაძლებელი. I. მწვერვალის სამხრეთით მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი თხილაგანი, მდინარე ხევისწყლის ხეობით მანძილი მწვერვალამდე არის 4 კმ, გზა მიუყვება ტყიან მასივს, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით ბილიკი ადის წყალგამყოფზე, გაივლის მთა საყინულეს და მიემართება აღმოსავლეთით. ბილიკის შეფარდებითი სიმაღლე არის 600 მეტრი(საავტომობილო გზის დასასრულიდან მწვერვალამდე).

გიორგი დვალაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში შესაძლებელია სოფელ თიხალაგანიდან მთა ,,აკაკი შანიძის“ მიმართულებით ტურისტული მარშრუტის მარკირება და წრიული მარშრუტების დაგეგმვა ერთის მხრივ ვანის მუნიპალიტეტის, ხოლო მეორეს მხრივ ჩოხატაურის მიმართულებით.
"ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვანიდან ბილიკი მიუყვება ბაგელას ხეობას, შემდეგ უხვევს დასავლეთით, ბილიკი ადის წყალგამყოფზე, მანძილი მთა "აკაკი შანიძიდან" სოფლამდე 4 კმ-ია. შეფარდებითი სიმაღლე არის 684 მეტრი. მთიდან კიდევ ერთი გზა მიემართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებიდან, გაივლის მთა კოკოცაზე, შემდეგ მიმართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაივლის მთა საყინულეს და ბილიკი უხვევს აღმოსავლეთით, გზის დიდი ნაწილი ტყის მასივში გადის, მთლიანი მანძილი არის 4 კმ. შეფარდებითი სიმაღლე არის 450 მეტრი. მთამდე საფეხმავლო, ტურისტული ბილიკით სარგებლობა სასურველია აპრილიდან ნოემბრამდე," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.