Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საკანალიზაციო ჭების სახურავების მოპარვის ტრადიცია აღდგა

თარიღი : 25-06-2021, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, გორის ქუჩაზე, მოქალაქეები საფრთხის შემცვლელ ჭაზე საუბრობენ, რომელიც ცხაურების გარეშეა დარჩენილი. ისინი მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდენენ.

"სადმე სხვაგან არ გეგონოთ, ისტორიული უბანია, გორა. ახლა ვუცდი, როდის გაიდგამს ფესვს ეს დალოცვილი ხე, რომ მანქანა არ ჩავარდეს ჭაში. ცოტა დიდი სიჩქარე და მარჯვნივ ხრამია. არადა არც დამთავრდა ბუზები, რომ პირი დამუწონ? მე რომ მოსამართლე ვიყო, ამ ფაქტს "წინასწარ შეცნობილ სასიკვდილო განზრახვად" დავაკვალიფიცირებდი,"-წერს სოლომონ კოსტავა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ იმასაც, რომ აღნიშნული პირველი შემთხვევა არ არის და ამ ბოლო დროს ხშირად ხდება.

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა ცხაურებისა და ჭისთავების დაკარგვა. მგონი აღდგა (თუ აღსდგა) ამათი მოპარვა. თვეზე მეტია ამ ადგილიდან, 50 მეტრში, ასევე თუჯის სამი ცხაური დაიკარგა. სამი დღის წინ ჯვარედინად დადუღებული არმატურა დაუდევთ იმ ადგილზე, გუშინ კი აქ დაიკარგა ცხაურები,"-წერს ამირან ძოწენიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემას მალე მოაგვარებენ.


ნანახია: 160-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
ბოლო პერიოდში ქუთაისში მოქალაქეები ქურდობის ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ.

ამინდი