Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის საკრებულოზე სოფელ ვარციხის სტადიონის გასხვისების საკითხი ჩავარდა

თარიღი : 25-06-2021, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბაღდათში, სოფელ ვარციხეში, სტადიონის გასხვისების საკითხის განხილვა საკრებულოზე ჩავარდა. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ა/ო "მშვიდობიანი საქართველოს" პრეზიდენტმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა, მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით საკითხს მხარი დეპუტატებმა, მათ შორის უმრავლესობიდან, არ დაუჭირეს.

საკრებულოს პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან, გუშინ, მოსახლეობის აქცია იმართებოდა, სადაც სოფლის მცხოვრებლები საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდნენ.

"საკითხი დროებით შეჩერებულია, ვინაიდან უმრავლესობიდან, რამდენიმე დეპუტატს ეყო გამბედაობა და სინდისი, რომ ბაღდათის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს არ მისცა უფლება ვარციხის სტადიონი გაეყიდათ და ჩავარდა აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე. პარალელურად მერიასთან აქცია იმართებოდა, ახალგაზრდები იყვნენ გამოსულები. ისინი ითხოვდნენ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას და ამასთან, აღნიშნულისთვის სპორტული მოედნის სტატუსის მინიჭებას.

როგორც ვიცი, ოთხშაბათს ისევ გაიტანენ ამ საკითხს ბიუროსა და კომისიაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა აანონსებს აქციების გაგრძელებას, ამჯერად სხვა ფორმებით,"- აცხადებს ირაკლი ჩიგოგიძე.

აღნიშნული საკითხი Topnews.com.ge-მა დაახლოებით ერთი კვირის წინ გააშუქა. მაშინ, ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მიწა სტადიონად არ არის რეგისტრირებული და მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს. მერმა თქვა, რომ რაიონში საკმაოდ დიდი ინვესტიცია შემოდის, თუმცა სოფელი სტადიონის გარეშე არ დარჩება.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას და სიახლეებს შემოგთავაზებთ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომისისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხი უნდა შეესწავლა.
სტიქიამ ძირითადად მუნიციპალიტეტის სოფლების გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ამინდი