Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი: იმერეთიდან სპორტსმენების უპრეცენდენტო რაოდენობა მიდის ტოკიოს ოლიმპიადაზე

თარიღი : 23-06-2021, 22:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ქუთაისში, სიმბოლურად გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმერეთიდან მონაწილე ოლიმპიელების ბანერი.

“დღეს განსაკუთრებული დღეა იქედან გამომდინარე, რომ არა მარტო ქუთაისიდან, არამედ იმერეთიდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა მიდის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ჩვენი რეგიონიდან წარმოდგენილი 6 სპორტსმენი ოლიმპიადაზე სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ. ძალიან წარმატებული სპორტსმენები გვყავს და დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგებით დაუბრუნდებიან ქუთაისს, იმერეთს და მთლიანად საქართველოს,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 7 სახეობაში საქართველოდან სავარაუდოდ 32 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღესვე, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ასევე მოეწყო ოლიმპიური გარბენი, საჭადრაკო ტურნირი, ბალახის ჰოკეის ფესტივალი, ტანმოვარჯიშეთა საჩვენებელი გამოსვლები და სხვა აქტივობები.


ნანახია: 88-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ამინდი