Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანდალიზმი ქუთაისში-უცნობმა პირებმა სკვერი დააზიანეს

თარიღი : 19-06-2021, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ქუთაისში. ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირის ერთ-ერთ შიდა კვარტალში, უცნობმა პირებმა სკვერი დააზიანეს. გატეხილია ძელსკამები და საბავშვო ატრაქციონები.

ფაქტის ამსახველ ფოტო-მასალას სოციალურ ქსელში სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქის მერის წარმომადგენელი გიორგი მუქერია აქვეყნებს.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში მუქერია ამბობს, რომ აღნიშნულს პერიოდულად აქვს ადგილი. ის მოქალაქეებს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
https://i.postimg.cc/NLhwTTcx/53-BD1-FB9-B79-F-4-F3-F-BD49-C28-B233-BD212.jpg
"დაზიანებულია ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნის შემოღობვა, მოტეხილია ხეები. ზურგებს აძრობენ ძელსკამებს "ქუთაისი" სადაც აწერია, რაც შემიძლია მე თვითონ "ვაშურუპებ" მერე. საქანელები არც ერთი აღარ დატოვეს. გააფუჭეს გარე განათებებიც (ხეები და კედელი რომ ნათდებოდა). კამერები რომც დააყენო და რომც ამოიცნო ვინც დააზიანა, მოქმედი კანონმდებლობით ბევრს ვერაფერს შვები, სიტყვიერი გაფრთხილების გარდა, განსაკუთრებით თუ არასრულწლოვანის ჩადენიალია.
ამიტომ, ისევ შეგნებისკენ და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ მოქალაქეებს. გაუფრთხილდნენ იმას, რაც კეთდება,"-ამბობს გიორგი მუქერია.

ცნობისთვის, აღნიშნული სკვერი უცნობმა პირებმა გასულ წელსაც დააზიანეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით გასულ წელს გაიხსნა.

ამინდი