Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მომავალი თვიდან ელექტროენერგიის გადასახადის ქვითრებს აბონენტები ახალი კომპანიებისგან მიიღებენ

თარიღი : 15-06-2021, 23:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მომავალი თვიდან მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ.

კერძოდ, თბილისის მოსახლეობას "თელასის" ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას "ენერგო-პრო ჯორჯიას" ნაცვლად "ეპ ჯორჯია მიწოდება" მოემსახურება.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, მიწოდება-გადანაწილებაზე პასუხისმგებლობა სხვადსხვა კომპანიებმა უნდა აიღოს, რათა ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. 

"ფუნქციების გაყოფა მნიშვნელოვანია ევროპული პრაქტიკის მიხედვით, რათა ქსელის მეპატრონემ მოუაროს ქსელს, მიხედოს თავიდან ბოლომდე და იყოს მასზე პასუხისმგებელი, ხოლო ენერგიის მიწოდება უნდა განახორციელოს სხვა კომპანიამ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ენერგია მიიღოს. შეიძინოს სხვადსხვა მიმწოდებლებისაგნ, ან ბირჟაზე, რომელიც მომავალში ამოქმედება და ამ თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება კონკურენცია",- თქვა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, სემეკის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. 


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 ნოემბერს თბილისის ქუჩის რეაბილიტირებულ მონაკვეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდება.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
ხონისა და მიმდებარე სოფლების მოსახლოებას, ხვალ დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზი "ენერგო
საფასურის გაზრდას ენერგოკომპანია ითხოვს.

ამინდი