Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი თანამშრომლებს:გულთან მიიტანეთ მოსახლეობის პრობლემები და ერთად ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე

თარიღი : 14-06-2021, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდა. თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა და სოციალურ საკითხებზე იმსჯელეს.

კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ უფრო მეტი ინიციატივების გამოჩენისკენ მოუწოდა.

„თქვენ ხართ ის ჯაჭვი, რომელზეც დგას აღმასრულებელი ხელისუფლება, გულთან მიიტანეთ მოსახლეობის პრობლემები და ერთად ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე. გააქტიურეთ სოციალური კუთხით მუშაობა და ვეცადოთ სწორად დავსახოთ პრიორიტეტები ამ მიმართულებით,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერი დასუფთავების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მალე ა(ა)იპ "ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ნაგავშემკრები კონტეინერების ახალ პარტიას მიიღებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ერთეულებში აუცილებლობის და საჭიროების მიხედვით გადანაწილდება.

ხარაგაულის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი.

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა წარმომადგენლებს სოფლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ინფორმაციის მოძიება დაავალა.

"ვმუშაობთ, რომ მუნიციპალური ქონება აღრიცხული იყოს, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ნაწილი ქონების პრივატიზება უკვე მოხდა, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ველოდებით დამატებით ინფორმაციას სოფლებიდან, რომ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა სრულად შეივსოს,"- განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი