Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მოსახლეობას რასაც დავპირდით, ყველაფერს ვაკეთებთ’,-ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაცია) მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო

თარიღი : 10-06-2021, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაცია) მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ხარაგაულში წყალარინების ცენტრალური სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რასაც დაბის ტერიტორიაზე გზის მთლიანი საფარის რეაბილიტაცია და გაკეთება მოჰყვება.

ხარაგაული დიდი ხანია ელოდება წყალარინების სისტემის მოწესრიგებას. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, შესაბამისად მდინარე და გარემო არ დაბინძურდება.

მოსახლეობას, რასაც დავპირდით ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის ფაქტია კეთდება წყალარინებაც და აქტიურად ხორციელდება ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, ორივე საკითხი დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

პროექტის მეორე ეტაპი გამწმენდი ნაგებობის, კოლექტორის და შიდა ქსელების მოწესრიგება იქნება. როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, პირველი ეტაპით გათვალიწინებული სამუშაოები დაფინანსებულია და ვადებში დასრულდება.

სამუშაოებს ფირმა ,,მაილი კონტრაქშენი“ აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი

ამინდი