Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პარლამენტს მიღმა აღმოჩენილი ‘ლეიბორისტები’ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

თარიღი : 10-06-2021, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ივანიშვილმა მთავარი ბარიერი გადალახა - ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანა,"-აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან, "ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე საუბრობს. კიკვაძე ამბობს, რომ მათი პარტია პარლამენტში არ შევა და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას მხარს არ დაუჭერს.

"მთავარი მიზეზი, რატომაც არ შევედით პარლამენტში არის ის, რომ არ მოვახდინეთ ლეგიტიმაცია პარლამენტის გაყალბებული არჩევნების, რომელმაც საფუძველი დაუდო მესამედ დარჩენილიყო ხელისუფლებაში მოძალადე მმართველი ძალა. ივანიშვილის მთავარი ინტერესი ამ პროცესებიდან იყო მხოლოდ ის, რომ მიეღო პარლამენტში ოპოზიცია, საკანონმდებლო ორგანო შეეფუთა, როგორც მრავალპარტიული და ეს გაესაღებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დანარჩენი: საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლის პუნქტებსაც ახლა უკვე არღვევენ, მიუხედავად ამერიკის ელჩის, ასევე ვენეციის კომისიის მოწოდებისა და ა.შ, პირდაპირ არღვევენ საარჩევნო შეფასებას. მთავარი მისთვის იყო ის, რომ მოეხდინა ლეგიტიმაცია და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩით ჩვენს პირვანდელ ნათქვამზე, პრინციპზე, რომ ამ პარლამენტის ლეგალიზაციას არ მოვახდენდით. ამ ოპოზიციას კი, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ (43%-იანი სატყუარა), კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება ხელმეორედ ბოიკოტირებაზე, ისე მიდის უკვე პროცესი,"-განაცხადა კიკვაძემ.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია თვითმმართველობის არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" საკუთარ კანდიდატს წარადგენს, თუ ოპოზიციაში აღნიშნულთან დაკავშირებით კონსოლიდაცია მოხდება.

"რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, თუ გაგრძელდებოდა პარლამენტის ბოიკოტი, მომხრე ვიყავით, რომ თვითმმართველობის არჩევნები ბოიკოტირებულიყო, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებოდა, ახლა ყოველგვარი აზრი დაკარგა თვითმმართველობის ბოიკოტირებამ. ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა, თუმცა საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ცოტა ბუნდოვნად გვეჩვენება იმიტომ, რომ ბოლო მომენტში შედეგი მნიშვნელოვანი მოვიდა, მაგრამ კულმინაცია, როცა უნდა დამდგარიყო, ეს შედეგი რომ ვერ დადგა, სწორედ იმ ოპოზიციის დამსახურებაა და ჩვენ, ასეთ სპექტრთან უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ საერთო რაღაც მიზნებზე ჩამოყალიბებას. როგორც ვხედავ, არც მათშია დიდად განწყობა იმისა, რომ საერთო კანდიდატები იყოს გამოკვეთილი და ერთიანი ფრონტით წავიდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ კარგი იქნება კონსოლიდაცია. ეს პირველ რიგში, ამომრჩეველზე იმოქმედებს დადებითად და თუკი მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ დავფიქრდებით კიდევ ერთხელ ამაზე, თუმცა მზაობას მათგან ვერ ვხედავთ და უკვე ეჭვი გვეპარება, რომ ძალიან ბევრი პარტია, ვინც პარლამენტში შევიდა, მათ ინტერესში ვადამდელი არჩევნები არ დგას,"-აცხადებს კიკვაძე.

ცნობისთვის, საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 ივნისის ადგილობრიივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. ქუთაისის #59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში
როგორც მან პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში

ამინდი