Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიციამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

თარიღი : 10-06-2021, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 29 მაისს, "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა"-აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 162-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი