Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

თარიღი : 10-06-2021, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მიზეზი ის შეთანხმებაა, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზსა" და პროტესტის მონაწილეებს შორის შედგა.

როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა.

"კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება.

1. ზიანის შეფასება განხორციელდება არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში

2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასებას უზრუნველყოფს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო,"-აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები.


ნანახია: 116-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი