Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თარიღი : 10-06-2021, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ჩხუბში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ნანახია: 134-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 1978 წელს დაბადებული ლევან ჯალაღანია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
22 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ამინდი