Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერმა ვანის განახლებული მუზეუმი დაათვალიერა

თარიღი : 9-06-2021, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა.

პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა. მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საცავები, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის და ავტოსადგომი.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის განახლებულ შენობას შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე და ამავე დროს, მორგებულია დღევანდელ რეალობასა და თანამედროვე მოთხოვნებს. არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია.

მუზეუმში მთავრობის მეთაურთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი იმყოფებოდნენ.


ნანახია: 118-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ამინდი