Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: იქ, სადაც გზას ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ერთხელ და აუცილებლად ხარისხიანად, რომ დიდხანს გაძლოს და ჩვენს მოქალაქეებს მოემსახუროს

თარიღი : 9-06-2021, 20:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საქარიქედი-ლაშე- იგორეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის მობეტონების სამუშაოები დაათვალიერეს.

“მიმდინარეობს ლაშე-იგორეთის გზის მობეტონების სამუშაოები. ეს გზა კიცხის იგორეთს უკავშირდება და შემდეგ ცენტრალურ მაგისტრალზე, ხარაგული - ზესტაფონის დამაკავშირებელ გზას უერთდება.

დიდი ხნის განმავლობაში ელოდა მოსახლეობა ამ გზის რეაბილიტაციას. კარგად ვხედავთ, რა რთულ რელიეფზე მიმდინარეობს გზის სარეაბილტაციო სამუშაოები. ბეტონმზიდი მანქანები ვერ მოდიან პირდაპირ ობიექტამდე, ხდება გადატვირთვა, გადაცლა და ბეტონის მასის ამ ფორმით შემოტანა.

მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხარისხი დაიცვან, თუმცა გზის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, სად ვაგებთ გზას და რა პირობებში, სტრანდარტი და მოთხოვნა ყველგან ერთი არის, ამიტომ ყურადღება გამახვილდება, როგორც ხარისხობრივ მხარეზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.

იქ, სადაც გზას ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ერთხელ და აუცილებლად ხარისხიანად, რომ დიდხანს გაძლოს და ჩვენს მოქალაქეებს მოემსახუროს,”- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

საქარიქედი-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება 1800 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. 2020-2021 წლების გარდამავალი პროექტის სრული ღირებულება 484 476 ლარია. 2021 წლის დაფინანსება კი 284 451 ლარია.

სამუშაოებს “შპს იმერმშენი” აწარმოებს.


ნანახია: 165-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი