Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს

თარიღი : 9-06-2021, 20:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის გადაიწევს. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დეპარტამენტმა ხელშეკრულება გაუწყვიტა და ტენდერი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

"შემსრულებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვეტილია. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ კვირაში გამოვაცხადოთ ტენდერი. დარჩენილ სამუშაოებზე გადაანგარიშება იქნება საჭირო. ერთ მონაკვეთზე 600-700მ და მეორეზე, ფოლკლორის სასახლიდან ბალახვნის ხიდამდე მონაკვეთია დარჩენილი. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს დასრულებული უნდა იყოს.

რაც შეეხება წერეთლის ქუჩას, ვფიქრობთ, ივლისში უნდა დამთავრდეს, ყოველ შემთხვევაში გზა ამ დროისთვის, ყველა ვარიანტში გახსნილი უნდა გვქონდეს,"-აცხადებს დეპარტამენტის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ბექა ჭეიშვილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შემსრულებელი კომპანია "აკორდ ჯორჯია’’ მიტოვებული სამუშაოების გამო, ერთხელ უკვე დააჯარიმა. მათ კომპანიას ვადა აპრილის შუა რიცხვებამდე მისცეს და განუმარტეს, რომ თუ სამუშაოები არ გაგრძელდებოდა, ხელშეკრულებას შეუწყვეტდნენ, დარჩენილი სამუშაოების შესრულებაზე კი ტენდერი გამოცხადდებოდა. თუმცა, კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება კვლავ ვერ შეასრულა.

აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა პროტესტისა და ბრიფინგების ჩატარების მიზეზი უკვე ბევრჯერ გახდა. ქუჩაზე სამუშაოებისთვის 7 მილიონ 374 275 ლარი გამოიყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 367-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი