Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისი ემშვიდობება,’-მესხიშვილის თეატრთან რეზო გაბრიაძის ბანერები გამოჩნდა

თარიღი : 9-06-2021, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან, რეზო გაბრიაძის ბანერები გამოჩნდა, რომელზეც მისი ცნობილი ფრაზებია დატანილი. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიაში განუცხადეს, მისმა მშობლიურმა ქალაქმა ამ ფორმით მიაგო მას პატივი.

მწერალს, მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, რეზო გაბრიაძეს ხვალ, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან მოხდება, მანამ კი სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

რეზო გაბრიაძე ქუთაისში, 1936 წელს დაიბადა. ის იყო 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიც იყო.

რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა", „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი, რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 167-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პიესის ავტორი რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძე გახლავთ.
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს.

ამინდი