Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ‘ნამახვანჰესის’ პროექტი არსებული სახით არ გაგრძელდება

თარიღი : 9-06-2021, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ამ საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ნამოხვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ეს ერთი.

ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რომ წამოვიყვანოთ და უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის,"-განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


ნანახია: 143-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,

ამინდი