Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას უწუნებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ექსპრემიერ გახარიას?

თარიღი : 31-05-2021, 22:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ექსპრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივს და მავნებლურს უწოდებს. შენგელია ამბობს, რომ გახარია საჯარო სივრცეში თავის დამკვიდრებას პოლიტიკური სპეკულაციებით ცდილობს.

"პასუხისმგებლობის განცდა, პასუხისმგებლობის აღება ცარიელი სიტყვები არ არის, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში და პოლიტიკაში, სადაც პასუხისმგებლობის აღება დაკავშირებულია კონკრეტულ შედეგებთან. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ქვეყნის ექსპრემიერი და სხვადასხვა დროს არაერთი მნიშვნელოვანი მმართველობითი რგოლის ხელმძღვანელი, დღეს საზოგადოებისკენ მიმართავს ისრებს და საკუთარი პოლიტიკური სისუსტის გასამართლებლად ცდილობს საზოგადოების და მთლიანად პოლიტიკური სივრცის დადანაშაულებას.

ის განცხადებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში გვესმის ექსპრემიერ გახარიას მხრიდან, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, მხოლოდ და მხოლოდ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ამბიციებია. “ქართული ოცნება”, თავის მხრივ, არის ძლიერი ლიდერების გაერთიანება, თუ სხვა ლიდერებთან არგუმენტაციით ვერ ახერხებ საკუთარი პოზიციების გამყარებას და გადაწყვეტილების მიღების შიშით გუნდიდან გარბიხარ, გამოვლენილი სისუსტით კრედიტების მიღების მცდელობა, მხოლოდ ამაო და პოლიტიკურად ვულგარული დამოკიდებულებაა, როგორც ყოფილი და მომავალი პარტნიორების, ასევე იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთა მხარდაჭერის იმედიც გაქვს. ძალიან დაბალი წარმოდგენის უნდა იყო ქართულ საზოგადოებაზე, რომ ამგვარი პოლიტიკური სპეკულაციებით სცადო საჯარო სივრცეში თავის დამკვიდრება.

ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური, მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო ყოფილი პრემიერის განცხადებები. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკიდან წასული ლიდერების მიერ შეიქმნა საკუთარი პიროვნების განდიდების საკმაოდ საშიში პრეცენდენტები, როდესაც ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები მზად არიან, თუნდაც სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფის თუ დაზიანების ხარჯზე, დაიკმაყოფილონ პერსონალური პოლიტიკური ამბიციები, რაც ეგზომ თვალსაჩინოა, იგივე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

დემოკრატია და დემოკრატიული განვითარების პროცესი, მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია, ქაოსი არ არის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. განწირულია ყველა პოლიტიკოსი, ვინც ამ პროცესზე მაღლა თვისი თავის დაყენებას შეეცდება,"- წერს ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში.


ნანახია: 300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ:
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პრემიერ–მინისტრის
გადაწყვეტილების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდაჭერას ასახელებს.

ამინდი