Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალური მოძრაობა’ იმერეთის მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავს

თარიღი : 23-05-2021, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან, კონსულტაციებს რეგიონებში იწყებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და "ენმ"-ს სხვა ლიდერები პარტაქტივს ამ წუთებში, თელავში ხვდებიან.

თელავის შემდეგ პარტიის ლიდერები სხვა რეგიონებში, მათ შორის იმერეთში ჩასვლას გეგმავენ. თვის ბოლოს კი პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"მე მესმის, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიისგან საზოგადოება სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება, მაგრამ ჩვენი პარტია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, მრავალრიცხოვანი ამომრჩევლით, აქტივით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი აზრი გავიგოთ და ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც აინტერესებთ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და გამარჯვების სტრატეგიაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ასეთი გასვლები გვექნება არა მხოლოდ კახეთში, არამედ გვექნება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, დასავლეთში, იმერეთში, სამეგრელოში და ა.შ"- აცხადებს "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 19 აპრილს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერეს, 10 მაისს პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 233-ჯერ

მსგავსი სიახლეები
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების -'ძალა ერთობაშია' კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი.
"ნაციონალურმა მოძრაობა"-მ ქუთაისში კონფერენცია გამართა.
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ

ამინდი