Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ციხეში მყოფი გოგი წულაია პარტიას ქმნის

თარიღი : 23-05-2021, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო, გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღასრულების 405 საკნიდან.

მინდა გითხრათ, როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო", ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას, ნუ აქ ყოფნამ საბოოლოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება. პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ, ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ, რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე, რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე. აი, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, რათა ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას, სამართლიანობას და მრეწველობას, რომელიც გაადარჩენს ქვეყანას.

მინდა, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტის დაფუძნებაში. გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის. თქვენი გოგი წულაია.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტის შექმნაში, ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში!"-წერს წულაია.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს პროკურატურა მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 17 მარტს დააკავეს, 19 მარტს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 266-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი