Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელები სამუდამო განსასვენებლად ძირითადად საფიჩხიის სასაფლაოს ირჩევენ

თარიღი : 15-05-2021, 21:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სამუდამო განსასვენებლად მოქალაქეთა უმრავლესობა საფიჩხიის სასაფლაოს ირჩევს.

შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" დაქვემდებარებაში არსებული 13 საქალაქო სასაფლაოდან, პოპულარობით სწორედ საფიჩხიის სასაფლაო სარგებლობს.

ქუთაისში სამუდამო განსასვენებელის ღირებულება ზონების მიხედვით განისაზღვრება. ზონები კი ამგვარად გამოითვლება:

1-ლი ზონა - გზიდან 5 მეტრის დაცილება (0-დან 5 მეტრამდე)
მე-2 ზონა - გზიდან 14 მეტრის დაცილება (5-დან 14 მეტრამდე)
მე-3 ზონა - გზიდან 23 მეტრის დაცილება (14-დან 23 მეტრამდე)
მე-4 ზონა - გზიდან 32 მეტრის დაცილება (23-დან 32 მეტრამდე)
მე-5 ზონა- გზიდან 41 მეტრის დაცილება (სხვა დანარჩენი).

როგორც შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" მიერ Topnews.com.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასაფლაოთა კატეგორიები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

1-ლი კატეგორია - საფიჩხიის, ოღასკურის, მწვანეყვავილასა და ძელქვიანის სასაფლაოები;
მე-2 კატეგორია - ავტოქარხნის ახალი და ძველი, ავანგარდის ახალი და ძველი, ქვიტირის, გოჭოურასა და კიბულის სასაფლაოები;
მე-3 კატეგორია - ჭომის, რუას სასაფლაოები.

შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" ინფორმაციით, მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ძირითადად საფიჩხიის სასაფლაოზე ფიქსირდება.

რაც შეეხება სასაფლაოზე საფლავების საფასურს: იმ შემთხვევაში, თუ საფლავი პირველი კატეგორიის სასაფლაოზე პირველ ზონაშია, კვადრატული მეტრის ღირებულება 120 ლარს შეადგენს.

1-ლი კატეგორია:
1-ლი ზონა - 120 ლარი, მე-2 ზონა - 90 ლარი, მე-3 ზონა - 70 ლარი, მე-4 ზონა - 60 ლარი, მე-5 ზონა - 50 ლარი.

მე-2 კატეგორია:
1-ლი ზონა - 80 ლარი, მე-2 ზონა - 70 ლარი, მე-3 ზონა - 60 ლარი, მე-4 ზონა - 40 ლარი, მე-5 ზონა - 30 ლარი.

მე-3 კატეგორია:
1-ლი ზონა - 60 ლარი, მე-2 ზონა - 45 ლარი, მე-3 ზონა - 35 ლარი, მე-4 ზონა - 25 ლარი, მე-5 ზონა - 20 ლარი.


ნანახია: 295-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის
ინტერნეტპორტალ "ზონა news” – ს ინფორმაციით კახი კალაძის ესკორტმა ზესტაფონის შესასვლელთან გოგონა გაიტანა. ხატია ძნელაძის
აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N25 კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო.

ამინდი