Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ვეტერანების მომართვა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველა ფეხზე დავდგეთ და გავაკეთოთ იმაზე მეტი, რაც შეგვიძლია,’-ხარაგაულში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ

თარიღი : 15-05-2021, 21:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საავადმყოფოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო აქციას შეუერთდნენ და ბენეფიციარების მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აქციის ფარგლებში ბენეფიციარებმა ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციები მიიღეს, გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ჩაფიძის გულის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ხარაგაულის საავადმყოფოში ერთობლივი აქცია განხორციელდა. მიმაჩნია, რომ ასეთი სახის აქცია მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ კობა კობალაძეს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

,,ჩვენ გვაქვს გეგმიური ღონისძიებები და სხადასხვა კლინიკებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად გავდივართ რეგიონებში და გეგმიურ შემოწმებებს ვაკეთებთ. ამით ვცდილობთ ვეტერანების ავადმყოფობის პრევენცია მოვახდინოთ. საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად ვთანამშრომლობთ ჩაფიძის გულის კლინიკასთან. ამჟამად ვართ ხარაგაულში, სადაც გეგმიურ სამედიცინო კვლევებს გადიან როგორც ჩვენი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, ჩაფიძის კლინიკის მედპერსონალს და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში,”-განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.

“ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის ჩაფიძის გულის ცენტრისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავდივართ. დღეს ჩაფიძის გულის ცენტრის 111-ე საქველმოქმედო აქციაა. ძალიან მინდოდა ჩემს მშობლიურ ხარაგაულში აღნიშნული აქციით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო რაოდენობრივად შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის გაკეთდა ღონისძიება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც გამოითქვა აქციაში მონაწილეობის დიდი სურვილი და უარი არც მათთვის არ გვითქვამს. მომავალში აუცილებლად კიდევ დავგეგმავთ აქციას ხარაგაულის მოსახლეობისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს ბატონ კობა ლურსმანშვილს და მერიის შესაბამის სამსახურებს ღონისძიების ორგანიზებულად და მოწესრიგებულად წარმართვისთვის,”-განაცხადა ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მარიამ ლომიძემ.

დღესვე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ხარაგაულელ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ სოციალურ სერვისებზე ისაუბრა, რომელსაც სახლმწიფო ვეტერანებს სთავაზობს. ასევე, მათ მიაწოდა ინფორმაცია ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

კობა ლურსმანაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ინფორმაცია ახალ სოციალურ პროგრამაზე, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და ,,ვეტერანების დახმარების პროგრამა“ ეწოდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომართვიანობის შემთხვევაში, ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, თანადაფინანსების მიღებით შეუძლიათ ისარგებლონ.

,,ვეტარანების მომართვა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველა ფეხზე დავდგეთ და გავაკეთოთ იმაზე მეტი, რაც შეგვიძლია. ნებისმიერი სოციალური პროგრამით სარგებლობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვეტერანებს და ჩვენ ყოველთვის მოვიძევთ თანხებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვეტერანები მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებების მხრიდან მათ დასახმარებლად არაფერი კეთდება.
ტყიბულში ვეტარანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფასდაკლების სისტემის შექმნა იგეგმება.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ამინდი