Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპექტაკლი 90-იან წლებში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზე

თარიღი : 14-05-2021, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დასი რეპეტიციებს უკვე 4 თვეა აქტიურ რეჟიმში გადის.

“იმერული რექვიემი“ ასე ეწოდება რეზო კლდიაშვილის პიესას, რომლითაც ხარაგაული 20 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.

ამ ეტაპზე მუშაობა სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა და მხატვრობაზე მიდის.

სპექტაკლს მხატვრულად გაიოზ შუბითიძე გააფორმებს, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე იმუშავებს.

სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90-იან წლებში, როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. როგორ განვითარდება მოვლენები და რა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები გავხდებით სპექტაკლის მანძილზე და რატომ იქცევა ყველაფერი ,,იმერულ რექვიემად“, ამას სპექტაკლის ხილვის დროს მიხვდებით.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ენდი ძიძავა აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.

ამინდი