Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ვაქცინაცია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა და ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”

თარიღი : 13-05-2021, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმი" მერმა შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში გაიკეთა.

მერმა მადლობა გადაუხადა ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს და მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისათვის.

“ვაქცინაცია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა და ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვაქცინაციით შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები, რეკომენდაციას უწევებ COVID - 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი