Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მოადგილე ტენდერებს ბიზნესპარტნიორის კომპანიას აგებინებს?

თარიღი : 13-05-2021, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს-აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაშია საუბარი.

“თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.

სწორედ 2019-2021 წლებში გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში შპს “ლიკო-1”-მა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.

ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა. 2019 წელს 114,220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს - 16,000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164,325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1”-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  შეფასებით, ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი,”-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
 
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ინტერესთა კონფლიქტთან საქმე არ აქვთ. მერიის იურისტის განცხადებით, იუზა უგულავამ თავისი წილი მესამე პირს გადასცა.


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით, მერიის სახელფასო ფონდი წლიურად 250 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საკრებულოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ზესტაფონის მერიის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებენ.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა.

ამინდი