Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა ივნისის თვიდან ამოქმედდება

თარიღი : 13-05-2021, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალიდან, 13 მაისიდან ამუშავდება.

ქუთაისში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.

როგორც შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი ამბობს, ტრანსპორტი მგზავრებს ჩვეული გრაფიკით ემსახურება.

"განვაახლეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, იგივე პირობებით, იგივე მომსახურებით და ფასებით, მგზავრობა კვლავ 40 თეთრია, ცვლილებები არ გვაქვს. რაც შეეხება საბარათე სისტემას, ელექტრონული მოწყობილობები უკვე დამონტაჟებულია მანქანებში, მიმდინარეობს პროგრამის ჩატვირთვა. ივნისის 15-17-დან მოქალაქეებს მისი სარგებლობა უკვე შეეძლებათ,"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა Topnews.com.ge-სთან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 3-12 მაისის ჩათვლით შეზღუდული იყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 249-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი