Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ფერდი, რომელზეც ერთი თვის წინ სამანქანო გზა მიდიოდა, გამქრალია, გზის ნაცვლად კი ახალი სამანქანო ბილიკია გაჭრილი,’-რა ხდება რიონის ხეობაში?

თარიღი : 12-05-2021, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობა "სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნამოხვანჰესის მშენებლი კომპანია "ენკა" გამოუსწორებელ ზიანს აყენებს რიონის ხეობას და მალავს, კონკრეტულად რა კონტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს რიონის კალაპოტში.

"8 მაისს, ქუთაისი-ალპანას გზის უკანონოდ ჩაკეტვიდან ერთი თვის შემდეგ, სოფელ მექვენაში პოლიციის მოდუნებული ყურადღების გამოყენებით, რიონის ხეობის მოძრაობის წევრებმა პირველად მოახერხეს ნამახვანჰესის სამშენებლო არეალთან მისვლა. იქ მისულებმა აღმოაჩინეს, რომ “ენკა”-ს რიონის ხეობის კალაპოტის ქანებში გვირაბის გაყვანა აქვს დაწყებული. გაფართოებულია მდინარის კალაპოტიც: ფერდი, რომელზეც ერთი თვის წინ სამანქანო გზა მიდიოდა, გამქრალია, გზის ნაცვლად კი ახალი სამანქანო ბილიკია გაჭრილი.

ცხადია, მდინარის კალაპოტში გვირაბის გაყვანის სამუშოები, მთის ქანების დაბეტონება, გზის მოშლა და გადატანა ცდება იმ “მოსამზადებელი სამუშაოების” ნუსხას, რომლის დაწყების ნებართვაც მთარობამ “ენკას” კანონდარღვევით მისცა.

კომპანია “ენკა” მალავს, კონკრეტულად რა კონტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს რიონის კალაპოტში. მთავრობა მალავს, რომ “ენკა” უკვე აყენებს გამოუსწორებელ ზიანს რიონის ხეობას,"-აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია “ენკას” პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ დღეს განცხადება გააკეთა, სადაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია პროექტის შესახებ მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი