Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომლებიც ვანში სოფლების გაძლიერებისთვის კეთდება

თარიღი : 12-05-2021, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” წარმატებით ხორციელდება. პროგრამების მოსახლეობაში პოპულარიზაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი. როგორც მერი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, პროექტები, რომლებიც ხორციელდება, მოსახლეობის უშუალო ჩართულობითაა შერჩეული.

მისივე თქმით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს 570 000 აქვს გამოყოფილი, აღნიშნული თანხა კი ვანის 46 სოფელზე ნაწილდება.

"ადგილზე მივდივართ სოფლებში და ვხდებით მოსახლეობას. ჩვენ ვაცნობთ მათ ამ პროექტების სიკეთეს სოფლისათვის. მოსახლეობა რასაც წყვეტს, ვინიშნავთ, შეხვედრების დასრულების შემდეგ კი ვაკეთებთ ერთგვარ რეზიუმეს და ტენდერებს ვაცხადებთ. ახლა მაგალითად, მასალების შეძენისათვის 77 170 ლარი იყო გამოყოფილი. ამ მასალებში შედის ბეტონი, ღობეები, წყლის მილები, მავთულ-ბადეები და ა.შ. ამაზე იყო 5 ტენდერი გამოცხადებული. 3 ტენდერის გამარჯვებული გვყავს, მოგვიტანს მასალებს. ორი ტენდერი ჩაგვივარდა, მაგრამ ხელახლა გამოვაცხადეთ და იმედია, რომ წარმატებით დასრულდება. მასალებს ვაბარებთ სოფლის წარმომადგენელს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საშუალებით მათ მოსახლეობას გადასცემს.

ძირითადად მოქალაქეები ითხოვენ გზის, ხიდ-ბოგირების და ცხაურების შეკეთებას, განათებას, სკვერების მოწყობას, სპორტული მოედნების სარემონტო სამუშაოებს და ა.შ. როდესაც ტენდერში გამარჯვებული მშენებელი მოდის, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის. კმაყოფილები არიან მოქალაქეები იმიტომ, რომ მათ რაც უნდათ, იმას ვაკეთებთ. მათ მოთხოვნებზეა მორგებული გარკვეული თანხების ფარგლებში. ზოგ სოფელს უწევს 8 000 ლარი, ზოგს 12 000, 16 000 ... 42 სოფელია სულ და თანხები გადანაწილებულია, მაგრამ როცა ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რომელსაც ეს კონკრეტული თანხა არ ყოფნის, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტით ვუვსებთ ამ თანხას, თანადაფინანსებით ხდება, რომ პროექტი დასრულდეს. მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა წარმატებულად ხორციელდება, რასაც თვითონ სოფლის მოსახლეობა ითხოვს, იმის საფუძველზე ვაკეთებთ,"-აცხადებს მერი.

ვანში ასევე წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო საგრანტო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერას ემსახურება.

"ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენთან, მუნიციპალიტეტში გამოყოფილი ამ საგრანტო კუთხით. ბევრი წარმატებული მეწარმე გვყავს. მაგალითად, გვყავს მეწარმე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობას აწყობს. ასევე, აქვთ მარწყვის სათბურები სოფელ შუამთაში. ახალგაზრდა ბიჭები არიან სოფელ ფერეთაში. კომუნისტების დროს ჩაის პლანტაციები იყო ეკალ-ბარდში გახვეული, ეს ადგილი აიღეს იჯარით, გაასუფთავეს და წელს, პირველ მოსავალს მიიღებენ. არის მეცხოველეობასთან, მეფუტკრეობასთან, ასევე ჟოლოს, შავი მაყვლისა და მოცვის პლანტაციებთან დაკავშირებით ბევრი საგრანტო პროგრამა. ძირითადად "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გადიან ამ პროგრამას,"-აცხადებს ალექსანდრე გოგორიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 755-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების

ამინდი