Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის განახლება მიმდინარე კვირიდან იგეგმება

თარიღი : 12-05-2021, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ხვალიდან, 13 მაისიდან, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისის როგორც სკოლები, ისე ბაგა-ბაღები.

"13 მაისიდან აიპი იწყებს მუშაობას, ორშაბათიდან, 17 მაისიდან კი - სააღმზრდელო პროცესს. მანამდე ტესტირება ჩაუტარდებათ თანამშრომლებს. იმედია, რომ არავის არ აღმოაჩნდება კოვიდი და 37-ვე ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას,"-ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

"13 მაისიდან ყველა სკოლაში დაიწყება სასწავლო პროცესი. ჩვენ ფაქტობრივად დავამთავრეთ პედაგოგების ტესტირებები. მზაობა გვაქვს ყველანაირი იმისთვის, რომ დავიწყოთ სასწავლო პროცესი,"-ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, ქუთაისში, 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება კი 37 ფილიალს აერთიანებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი