Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერი ოპოზიციას: მარტივია კლავიატურიდან ადამიანს ჭკუა დაარიგო, მაშინ, როდესაც რეალობა სხვაა

თარიღი : 11-05-2021, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში ბოლო 36 წელია არ განხორციელებულა.

ოპოზიცია მერს ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩის გამო აკრიტიკებდა. აღნიშნული ქუჩა ამ დროისათვის სამუშაოების მიზეზით გადათხრილია.

“რაც ზესტაფონში კეთდება, ასეთი მაშტაბური სამუშაოები ბოლო 36 წელია არ გაკეთებულა. ქუჩის აფრეზვა და ასფალტის ჩაგება მარტივია, მაგრამ ვერც ერთი პასუხისმგებლიანი პიროვნება იმ კომუნიკაციებს მიწის ქვეშ ვერ დატოვებდა, როდესაც გაზის მილიდან გაზის გაჟონვა ხდება, რომელიც გაყვანილია 1952-1956 წლებში. ესეთი კომუნიკაცია როგორ უნდა დარჩეს? სანიაღვრე არხში გრუნტისა და მოსული ნალექიდან დაგროვილი წყლების ნაცვლად კანალიზაცია მიედინებოდა, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რა სუნიც ტრიალებდა, კარგად იცით. სადაც აღარ ფუნქციონირებდა საკანალიზაციო ქსელი და ჩანგრეული იყო, იქ მთლიანად ახალი ქსელი ჩაიდო, დანარჩენი მიწისქვეშა ყველა კომუნიკაცია ახალი გაკეთდა. პროექტის ვადა 31 ივლისს მთავრდება. აბოსოლიტურად ყველა სამუშაოები, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს, 31 ივლისისთვის დასრულებული იქნება. მარტივია კლავიატურიდან ადამიანს ჭკუა დაარიგო მაშინ, როდესაც რეალობა სხვაა,”-ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.


ნანახია: 159-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი