Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ტორპედო’-ს გულშემატკივრები ქუთაისის მერიას კლუბის გადარჩენას სთხოვენ

თარიღი : 11-05-2021, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის "ტორპედოში" ისევ ფინანსური პრობლემებია. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს სახელფასო დავალიანებები აქვთ გასასტუმრებელი. ამასთან, კლუბი ინვესტორისთვის ოფიციალურად არ არის გადაცემული და კვლავ მერიის ბალანსზეა.

კლუბში არსებულ პრობლემებზე "ტორპედოს" გულშემატკივრები საუბრობენ. მათ რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაც დააანონსეს.

როგორც ცნობილია, შეხვედრა შედგა. ამას მერიც ადასტურებს, თუმცა იოსებ ხახალეიშვილი დეტალებზე არ საუბრობს.

იმერეთის გუბერნატორი კი "მეგა ტვ"-თან აცხადებს, რომ კლუბში გარკვეული "შეფერხებები" მართლაც არის, თუმცა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

"ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კრიზისია იმიტომ, რომ ჩვენ სულ რამდენიმე თვის წინ, აბსოლუტურად გავანულეთ გუნდის ის დავალიანებები, რის გამოც კლუბი ნამდვილად იყო კრიზისში. უბრალოდ, ზოგჯერ შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც შეფერხებები, მაგრამ უფრო მეტი-არა. არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სულ ცოტა ხანში აღმოიფხვრება,"-აცხადებს ზვიად შალაბერიძე.

"ტორპედოს" გულშემატკივრები ადგილობრივ თვითმმართველობას კვლავ რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ერთადერთი საფეხბურთო კლუბის გადარჩენას სთხოვენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოგვიწევს უკიდურესი ზომების მიღება".
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.

ამინდი