Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“გოგი წულაიამ განაწყენებულმა დატოვა დარბაზი. უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს. მოსამართლეს უთხრა: აწი, უჩემოდ, შენ და პროკურორმა იჭუკჭუკეთო”

თარიღი : 11-05-2021, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიტიკოსი გოგი წულაია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

როგორც პოლიტიკოსის ადვოკატი ვალერი გელბახიანი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, სასამართლომ წულაიას საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და დაადასტურა, რომ გოგი წულაია პოლიტპატიმარია.

“ეს იყო უსაფუძვლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. არანაირი საფუძველი, არგუმენტი არ იყო, რომ პატიმრობის თაობაზე სასამართლოს პროკურორის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოთხი საათის განმავლობაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვჭიდაობდით ამ თემაზე, სასამართლომ მაინც გამოაცხადა, რომ ვაგრძელებთ პატიმრობის ვადასო. ძალიან უკმაყოფილო ვარ, ეს არ იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური, უკანონო გადაწყვეტილება.

გოგი წულაიამ განაწყენებულმა დატოვა დარბაზი. უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს. აწი, უჩემოდ, შენ და პროკურორმა იჭუკჭუკეთო. ადვოკატებს მოგვიწოდა, რომ საერთოდ წავსულიყავით ამ პროცესიდან და ამ ფარსში არ მიგვეღო მონაწილეობა,"-განაცხადა გელბახიანმა.

გოგი წულაიას საქმეზე მომდევნო სასამართლო 17 მაისს, 2 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს სასამართლო მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია დანაშაულს არ აღიარებს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 390-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი