Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძლიერმა ქარმა ზესტაფონში ხეები მოთხარა

თარიღი : 10-05-2021, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძლიერმა ქარმა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რამდენიმე ხე წააქცია.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე იყვნენ მობილიზებული სახანძრო - სამაშველო ბრიგადები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, ასევე, "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები, რომლებმაც ოპერატიულად შეძლეს, პრობლემის აღმოფხვრა.

ადგილზე იმყოფებოდა ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე. მერმა ყველა სამსახურს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძლიერი ქარის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები და ოპერატიულად მოხდა ყველა დაზიანების აღმოფხვრა. ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება დენი. მერიის ცხელ ხაზზე ასევე შემოვიდა შეტყობინება, რომ ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი. ყველა ასეთ შემთხვევას ადგილზე სწავლობენ მერიის შესაბამისი სამსახურები და მოხდება მათი დახმარება. მინდა მადლობა გადაუხადო, სახანძრო - სამაშველო, "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადებს, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს დროული რეაგირებისთვის,"-განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლაში ძლიერმა ქარმა მე-2 საჯარო სკოლა სახურავის გარეშე დატოვა.
ძლიერი ქარის მიზეზით, ამ დროისათვის 112-ში ქუთაისიდან 50-მდე შეტყობინებაა შესული.
ქარმა გადახდილი სახურავი სკოლის ეზოში გადაყარა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საავადმყოფოს ღობე.
ქუთაისში, ძლიერმა ქარმა, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ასწლოვანი ხე წააქცია.

ამინდი