Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 10-05-2021, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. TDI მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

"საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება"-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა, მეუფე ანტონმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, ბოლოს კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მანამდე, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თავს დაესხნენ დავით გარეჯში, სადაც კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის გადაღება მიმდინარეობდა.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასულიერო პირის განცხადებით, თემა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მასზე საუბარი აუცილებელია.
სასულიერო პირი გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საპატრირქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს

ამინდი