Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ვიგეგმებით, რომ ოქტომბერში, კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ ‘ქართული ოცნების’ სასარგებლოდ”

თარიღი : 10-05-2021, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. რეგიონალური კოორდინატორები იმერეთის მასშტაბით, "ოცნების" აქტივთან და ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ.

"ქართული ოცნების" რეგიონალური კოორდინატორი გრიგოლ დალაქიშვილი ბაღდათისა და ხონის ადგილობრივ ორგანიზაციებში, მმართველი პარტიის აქტივს უკვე შეხვდა.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში დალაქიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, გამარჯვებას კიდევ ერთხელ იზეიმებს.

"პარტიული გეგმები გვაქვს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ამ ნაბიჯ-ნაბიჯებით მივალთ დიდ გამარჯვებამდე. ამ ეტაპზე ვხდებით აქტივს რეგიონალური კოორდინატორები და საკმაოდ ნაყოფიერადაც მინდა გითხრათ.

განწყობა ძალიან პოზიტიურია, დადებითია. თითქმის ყველა დაპირება შესრულებულია, რაც წინა არჩევნებზე იყო გაცემული. აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის განწყობაც პოზიტიურია, რასაც ვხედავთ ჩვენი აქტივისგან და ოქტომბერში ვიგეგმებით, რომ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ,"-აცხადებს რესპონდენტი.

დალაქიშვილი ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე არ საუბრობს, კითხვას კი: ამჯერადაც გამოუცხადებს თუ არა საქართველოს მოსახლეობა "ოცნებას" ნდობას, ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, სხვა პასუხს ელოდებით ჩემგან, რეგიონალური კოორდინატორისგან?"-აცხადებს დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად ამავე პარტიის წევრი ვალერი ფოცხვერია აირჩიეს. კონფერენცია,
'ქართული ოცნების' ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს
ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ამინდი