Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეზე სასამართლო განხილვები იწყება

თარიღი : 10-05-2021, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 10 მაისსაა ჩანიშნული. პოლიტიკოსის ადვოკატი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, წულაია უნდა გათავისუფლდეს. ადვოკატი თვლის, რომ ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ზოგადად, ამ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

"ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს. სამართლებრივად უფრო მყარი პოზიციები გვაქვს გამართლებისთვის, ვიდრე ბრალდების მხარეს. ვნახოთ სასამართლო რას იზამს. ყველა ლოგიკით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება არ არის, სასამართლო უნდა ცვლიდეს აღკვეთ ღონისძიებას. ამიტომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სამართლებრივად გეუბნებით, არ არსებობს ამის საფუძველი,"-აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს სასამართლო მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი