Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-ს ფეხბურთელები კვლავ ხელფასების მოლოდინში არიან

თარიღი : 8-05-2021, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედოში" ისევ ფინანსური პრობლემებია. უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ.

როგორც "ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი. პაპუნა მელაძე აცხადებს, 10 მაისს ფეხბურთელებმა 2 თვის ხელფასი უნდა მიიღონ.

"დავალიანება არის, რომელიც როგორც მითხრეს, გასტუმრდება უმოკლეს დროში. საერთოდ, 10 რიცხვამდე არის ხელფასების გასტუმრება. 10-ში გვერგება ყველას 2 თვის,"-აცხადებს პაპუნა მელაძე.

"ტორპედოში" წლებია ფინანსური პრობლემებია. კლუბი ჯერჯერობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაშია და ინვესტორისთვის მისი გადაცემა არ მომხდარა.

ქუთაისის ერთადერთი საფეხბურთო კლუბის- "ტორპედოს" ბედი ისევ გაურკვეველია. გულშემატკივრები ადგილობრივ თვითმმართველობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი