Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია დიდვაკეში, მძიმე პირობებში მცხოვრებ 19 ოჯახს საცხოვრებელ კორპუსს გაურემონტებს

თარიღი : 4-05-2021, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი მოადგილესთან, დავით დევდარიანთან, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსთან, ბესო კვირიკაშვილთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დიდვაკის მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და ბინის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

პრობლემის შეტყობინების მიზნით, პირველი შეხვედრა მერსა და ბინის მაცხოვრებლებს შორის ხარაგაულის მერიაში შედგა.

შეხვედრის შემდეგ მერი უშუალოდ დაინტერესდა მდგომარეობით, დიდვაკის საცხოვრებელი კორპუსი დავით დევდარიანთან და ბესო კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, ბინის მაცხოვრებლებს გაესაუბრა და პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მათ დასახმარებლად სრული მზაობა გამოხატა.

ბინის საყრდენი ბოძები დაშლილია, ხის აივნები-დაზიანებული, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება.

გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინას ასევე არ აქვს წყალარინების სისტემა, რაც საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ხარაგაულის მერი თვლის, რომ ბინის მაცხოვრებლები, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მოკლებულნი არიან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას და სრული დაფინანსების შეთავაზებას მერიის ვალდებულებად მიიჩნევს.

“ჩვენ დიდვაკის დასახლებაში, საერთო საცხოვრებელი დავათვალიერე , სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს. ბინის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ, პრობლემა აქვთ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არ აქვთ წყალანირების სისტემა. ეს ყველაფერი მძიმე საცხოვრებელ პირობებს ქმნის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტირების, ხარჯთაღრიცხვის და ფინანსების მოძიების სამუშაოები ჩავატაროთ. აქ საკმაოდ მძიმე სამუშაოა შესასრულებელი, რომელსაც დრო დასჭირდება, მაგრამ ეს დრო და ფინანსები ნამდვილად ღირს იმად, რომ ჩვენ მოქალაქეებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. მერიის საერთო გადაწყვეტილებაა აქ არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს. ეს პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც წლებია აქ ცხოვრობენ, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ. სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ერთად მერიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად დავასაბუთებთ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობას მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე, რომ ფონდებიდან თანხა მოვიზიდოთ,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

სულ ახლახან ხარაგაულის მერიამ დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.


ნანახია: 147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭავჭავაძის # 51 ბინის მცხოვრებლები შვებულებაში მყოფ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას მიმართავენ. მათი
კორპუსს სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს, რის გამოც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ამინდი