Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცენტრები იმერეთსა და ქუთაისში, სადაც მოქალაქეები ‘სინოფარმით’ ვაქცინაციას შეძლებენ

თარიღი : 4-05-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან, 4 მაისიდან, საქართველოში "სინოფარმით'' აცრა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, ხელისუფლებამ "ჯანმოს" შუალედური ანგარიშის საფუძველზე, იმუნიზაციის პროცესის დაწყება მაინც გადაწყვიტა.

"სინოფარმით'' ვაქცინაცია დაიწყო იმერეთშიც. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ასახელებს ცენტრებს, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ.

"სინოფარმით" ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ქუთაისში ვაქცინაციის ჩატარება მოქალაქეებს შეუძლიათ ჩხობაძის სახელობის მაღალპროფილურ კლინკაში, მეოთხე შერეულ პოლიკლინიკასა და #1 ბავშვთა საოჯახო მედიცინის ცენტრში. რაც შეეხება იმერეთს, დღეს ასევე დაიწყო ხარაგაულის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინაცია, ხვალიდან იწყებს დამატებით “სინოფარმით” ვაქცინაციას საჩხერეც, ჭიათურაც, ტყიბულიც და ბაღდათიც. ვაქცინაციის ცენტრები თანდათან გაფართოვდება.

ვაქცინების რაოდენობა საკმარისად არის შემოტანილი, 1000-ზე მეტი დოზა მივიღეთ ბოლო მიღება და დამატებით კიდევ მოგვეწოდება საჭიროებიდან გამომდინარე,"-აცხადებს გიორგიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთში 3898 მოქალაქეა ვაქცინირებული.

"სინოფარმით" 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე აიცრება, ვინც კი სურვილი გამოთქვა. ასეთი კი ჯერჯერობით 17 600-ზე მეტი ადამიანია. საქართველოში "სინოფარმის'' 100 000 დოზაა შემოტანილი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ვაქცინის უსაფრთხოებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს.

გუშინ, 3 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებით, 29 აპრილს გამართული შეხვედრის მასალები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკურ კვლევებში, მისი ეფექტურობა საშუალოდ 78.1 %-ია. ბაჰრეინში კი ვაქცინის ეფექტურობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს ზემოთ პირებში კი - 91%.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში "სინოფარმით" აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი