Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალბატონებისთვის პოპულარულ და მოთხოვნად პროცედურებს ქუთაისში თბილისიდან მოწვეული ცნობილი სპეციალისტი ჩაატარებს

თარიღი : 4-05-2021, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სილამაზის ცენტრ "Allure/ალური-ში" ფუნქციონირებას კოსმეტოლოგიური კაბინეტი იწყებს. კაბინეტში პაციენტებს თბილისიდან მოწვეული ცნობილი სპეციალისტი, ექიმ-კოსმეტოლოგი გიორგი ლილუაშვილი მოემსახურება.

გიორგი 5 წელია, რაც აღნიშნულ სფეროშია. თბილისში სამ კლინიკაში მუშაობს (ესთეტიურ-მედიცინის ცენტრებში), ახლა კი პაციენტებს ქუთაისშიც მიიღებს. ჩაწერა წინასწარ ხდება.

კოსმეტოლოგიური კაბინეტი პაციენტებს შემდეგ პროცედურებს სთავაზობს: ტუჩის მოცულობის გაზრდა (ფილერით), ცხვირის კორექცია(ფილერით), ყვრიმალის მოდელირება(ფილერით), სახის სრული მოდელირება(ფილერით), ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი, მეზოთერაპია, ლიპოლიტიკი (ცხიმის დაშლა).

რატომ არის ეს პროცედურები აუცილებელი და რას უწყობს ხელს, ამის შესახებ გიორგი ლილუაშვილი Topnews.com.ge-სთან საუბრობს.

"ზაფხულისთვის, რომ კანი მოვამზადოთ, პირველ რიგში, საჭიროა კანის ბიორევიტალიზაცია და ბუსტერიზაცია (ბიო-ბუსტერები). ორივე თითქმის ერთი და იგივეა, უბრალოდ ბუსტერს უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ინექცია ნემსით კეთდება სახესა და ყელზე. ეს არის კანის დატენიანება, რომ ზამთრის შემდეგ უსიცოცხლო კანი გაზაფხულზე, ზაფხულისთვის მოვამზადოთ. ამიტომ, უნდა გაკეთდეს კანის ღრმა დატენიანება.

ასევე ვზრდით ტუჩის მოცულობას, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია. ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ცხვირის კორექციაც ფილერით. აქ შედის ცხვირის მოდელირება, ცხვირის წვერის აწევა, კეხის მოშორება - ეს ყველაფერი ფილერით კეთდება.

საკმაოდ მოთხოვნადია ყვრიმალის მოდელირება და სრული სახის მოდელირება. ზოგადად სახის ფილერებით კორექცია არის ძალიან აქტუალური და ძალიან ბევრი მოგვმართავს.

ამასთან, შუბლის და თვალის ირგვლივ ნაოჭების ბოტოქსის ინექცია არის იდეალური, რათა შევამსუბუქოთ და მოვუხსნათ პაციენტს ნაოჭების პრობლემა, გასწორდეს კანი.

მოგვმართავენ ლიპოლიტიკზეც, ანუ ცხიმის დაშლაზე. განსაკუთრებით როდესაც ღაბაბის ზონა აქვს ქალბატონს ცოტა ჩამოწეული და ზედმეტი ცხიმია, ამ შემთხვევაში კეთდება ლიპოლიტიკი. შეგვიძლია ცხიმის დაშლა სახეზეც, შეგვიძლია ცხვირის შეთხელებაც.

მეზოთერაპიები კი კეთდება, როდესაც პაციენტს პრობლემატური კანი აქვს, გამონაყარი, ლაქები ან სიწითლე სახეზე. ამ შემთხვევაში მეზო არის უფრო სამკურნალო. მაგალითად არსებობს მეზოანტიკუპეროზული - ეს არის მათთვის, ვისაც სახის სიწითლე და კაპილარები აქვს, ასევე არსებობს პიგმენტების საწინააღმდეგო მეზო, ანუ ლაქები ვისაც აქვს სახეზე, ლაქების გამაღიავებელი მეზოთერაპია. ასევე არის აკნეს საწინააღმდეგო მეზოთერაპია. ვისაც გამონაყარი აქვს სახეზე, სპეციალური მეზოკოქტეილი კეთდება, რომელიც ცხიმოვან ქსოვილებს, ცხიმოვან ჯირკვლებს დაგვირეგულირებს და შესაბამისად, სახეზე ნაკლებად იქნება ნაწიბურები თუ აკნე გამოხატული.

აი აკნეს შემდეგ ნაწიბურები როდესაც რჩება, პოსტაკნეს რასაც ვეძახით, მეზოთერაპია ამ მხრივ სამკურნალო პროცედურაა. ეს ყველაფერი კეთდება ინექციური მეთოდით.

ფილერები სადღაც 30-40 წუთი გრძელდება, ბიობუსტერები 15-20 წუთიანი პროცედურაა. ხდება ადგილობრივი ანესთეზიით და არის ბევრად უფრო უმტკივნეულო. ამ პროცედურებს არანაირი სეზონური შეზღუდვა არ აქვს. ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ გავიკეთოთ, როგორც ქალბატონებმა, ასევე მამაკაცებმაც რა თქმა უნდა,"-ამბობს გიორგი ლილუაშვილი.

სილამაზის ცენტრი "Allure/ალური" იმ ქალბატონებს, რომელთაც სასურველი პროცედურების ჩასატარებლად ხშირად დედაქალაქში უწევდათ სიარული, შესაძლებლობას აძლევს, იგივე პროცედურები, მაღალი ხარისხის პრეპარატებით, ქუთაისში ჩაიტარონ.

გიორგი ლილუაშვილი ქუთაისში პაციენტებს, პირველად 17 მაისს მიიღებს. ცენტრის კოსმეტოლოგიური კაბინეტის ერთგული ვიზიტორებისთვის სხვადასხვა აქცია და მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია გათვალისწინებული.

ექიმ-კოსმეტოლოგთან წინასწარ ჩასაწერად უნდა დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 598 38 27 60.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
უკრაინაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენება

ამინდი