Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“სააღდგომოდ ‘ტორპედო’-ს ფეხბურთელები უხელფასოდ დარჩნენ

თარიღი : 3-05-2021, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ "ლელოსთან" ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს პრობლემებსზე და აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდთან მუშაობას მანამდე არ აპირებს, სანამ კლუბში ვითარება არ გაირკვევა...

- ცნობილია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდით, მაგრამ მთავარ მწვრთნელად ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულხართ...

- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებულია.

- როგორც ვიცით, ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს შეხვდით და გუნდში დაბრუნება სწორედ მან შემოგთავაზათ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რაზე ილაპარაკეთ?

- დიახ, "ტორპედოში" დაბრუნება მან შემომთავაზა. ის ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩართულია და ცდილობს, რომ გუნდთან დაკავშირებული გაურკვევლობა სწრაფად დასრულდეს.

- რეალურად, ახლა რა მდგომარეობაა გუნდში?

- გაურკვევლობაა. ეს არის მთავარი პრობლემა. მაგალითად, ფინანსურ საკითხებში - 5 მაისს გუნდის წევრებს ორი თვის დავალიანება უნდა გაუსტუმრონ. დიდი დღესასწაულის წინ ფეხბურთელები უხელფასოდ დარჩნენ.

- ანუ თქვენი დანიშვნა ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს. მე, როგორც მწვრთნელი, უნდა ვცდილობდე, რომ ფეხბურთელს, ფეხბურთის გარდა, სხვა პრობლემებზე საფიქრალი არ ჰქონდეს. მანამდე, შოთა ბაბუნაშვილის ასისტენტის როლში ვიქნები, როგორც ქუთაისელი და როგორც ამ გუნდის გულშემატკივარი. ძნელია გუნდი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩაიბარო, როდესაც არ იცი, როდის იქნება ხელფასი, მოგვარდება თუ არა პრობლემები და საერთოდ, რა უნდა ინვესტორს.

- ეს ჯერ არ უთქვამთ?

- მე სწორედ ამის გარკვევა მინდა. ქუთაისის "ტორპედო" პატარა კლუბი არ არის და ყველამ უნდა იცოდეს, რა გეგმებით მოვიდნენ, რას აპირებენ, რა გზით წარმოუდგენიათ კლუბის წინსვლა და განვითარება, ან აკადემიასთან დაკავშირებით აქვთ თუ არა რაიმე გეგმა? ქუთაისში დღეს ბავშვთა ფეხბურთში კატასტროფული მდგომარეობაა. არადა, ქუთაისი ძლიერ აკადემიას იმსახურებს. ეს პრინციპული და სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხებია.

- ინვესტორებისგან რა პასუხი მიიღეთ?

- ინვესტორმა უნდა გააცნოს კლუბსაც და გულშემატკივარსაც, რა მიზნებს ისახავს. ვინც დღეს ქართულ კლუბში მიდის, ამის გამო დასაფასებელია. მაგრამ ვინც მოდის, უნდა დადოს ფუნდამენტური განვითარების გეგმა, კლუბის განვითარების მიზანი და ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია. ეს გულშემატკივრებმა და კლუბის წევრებმა უნდა იცოდნენ, რათა ის ვითარება არ დადგეს, რაც ახლა "ტორპედოშია". 1995 წელი იყო, როცა 17 წლისა მოვედი "ტორპედოში" და მას შემდეგ სულ ასეთი გაურკვევლობაა. იყო გამონათებები, მოდიოდნენ სპონსორები და ჩნდებოდა იმედები, მაგრამ ფუნდამენტური განვითარება არ ხერხდებოდა და კლუბს, ძირითადად, სულ უჭირდა. ადრე თუ გვიან, "ტორპედოს" წვალება უნდა დასრულდეს და კლუბი ისე განვითარდეს, როგორც იმსახურებს.

- "ტორპედოში" წლების განმავლობაში არსებული გაურკვევლობისა და პრობლემების შედეგიცაა, საკლუბო ჩემპიონატი რომ ვერ განვითარდა. ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციული გუნდების დაპირისპირება, მაგრამ ჩვენთან ხან "დინამოა" ძლიერი, ხან "ტორპედო", ზესტაფონი", "დილა", ბათუმის "დინამო", მაგრამ სტაბილურად, წლების განმავალობაში რომ ებრძოდნენ ერთმანეთს ჩემპიონობისთვის, როგორც კიევის "დინამო" და "შახტარია", ან "პორტუ" და "ბენფიკა", საქართველოში ასე არ ხდება, არ არიან ჩვენთან სტაბილური კლუბები...

- მეც ამიტომ ვლაპარაკობ, რომ გუნდს სტაბილურობა და ფუნდამენტური მიხედვა სჭირდება, ამ გაჭირვებას წერტილი რომ დაესვას. შეიძლება, რომ ინვესტორი მოვიდეს და გუნდმა და გულშემატკივარმა არ იცოდეს, რა მიზნები აქვს? ეს არასერიოზულობაა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, გუნდი ასეთ დამოკიდებულებას არც იმსახურებს!

- მართალია, თითქოს, თქვენი სურვილია, რომ მიხეილ აშვეთია "ტორპედოს" სტრუქტურაში დარჩეს?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი დიდი სურვილია! იმიტომ, რომ აშვეთიას კლუბის წინაშე, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს, დიდი დამსახურება აქვს. გუნდი სეზონის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩაიბარა. ასეთ პირობებში ურთულესია შემადგენლობის დაკომპლექტება და მომზადება და, მით უფრო, შედეგის მიღწევა. მან "ტორპედოში" დიდი შრომა ჩადო და ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯოხი მასზე არ უნდა გადატყდეს. ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ და "ტორპედოს" გადარჩენასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ.

წყარო: “ლელო”


ნანახია: 144-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი