Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები მოიპარეს

თარიღი : 3-05-2021, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე სახლი გაქურდეს. შემთხვევა სავარაუდოდ, აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები სახლში შევიდნენ და თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებსაც ეძინათ.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შსს-ს პრესცენტრში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მათივე თქმით, დამნაშავეთა დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 279-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი