Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრის სურვილს 16000 ადამიანი გამოთქვამს

თარიღი : 3-05-2021, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, ვაქცინაციის პროცესი კი ხვალ, 4 მაისს დაიწყება. პარალელურად, ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა პოზიცია აქვს ჩინური წარმოების ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

პასუხი გასულ კვირას უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესი უფრო გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, ექიმი და იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ "სინოფარმის" ვაქცინა არის სანდო და უსაფრთხო, ამიტომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

"კვირის დასაწყისში უნდა იყოს ცნობილი "ჯანმოს" გადაწყვეტილება. მაგრამ, გავიმეორებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთაშორისო სტრუქტურის ავტორიზაცია. დღეისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13 ვაქცინა გამოიყენება. ასობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული 13 ვაქცინა, მათგან მხოლოდ 3-ს აქვს "ჯანმოს" ავტორიზაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაჩეროთ.

"მოდერნას" ვაქცინას ავტორიზაცია WHO-მ გუშინ მისცა. მანამდე, 4 თვის განმავლობაში, აშშ-სა და მსოფლიოში უამრავი ადამიანი აიცრა "მოდერნას" ვაქცინით. არ უკითხავთ იმათ, არის თუ არა "ჯანმოს" ავტორიზაცია.

"ფაიზერის" შემთხვევაში, სამწუხაროდ რესურსი ამოწურული აქვს ქვეყანას. "ასტრაზენეკას" აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ვიყენებთ მარტო 55 წლის ზემოთ. არასამართლიანი დისპროპორციული განაწილებაა ქვეყანაში ვაქცინების. 55 წლის ქვემოთ, მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, სურვილის მიუხედავად გაიკეთოს ვაქცინაცია. ამ დისპროპორციას ხვალინდელი დღე არ მოჰგვრის,"-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი, გიორგი კავკასიძე კი ხელისუფლებას ურჩევს, არ აჩქარდეს და დაელოდოს "ჯანმოს" პასუხს.

"სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის დარეგისტრირებული 16 000 ადამიანია. მსურველთა უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის, მას მოჰყვება იმერეთი, აჭარა და ქვემო ქართლი.

საქართველოს "სინოფარმის" 100 000 დოზა აქვს შეძენილი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად, ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

ცნობისთვის, 500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევით, “სინოფარმი”-ს ვაქცინის შემთხვევაში არ გამოვლენილა ანაფილაქსიური რეაქცია ან რამე სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 144-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი