Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩემი პატარა დის საფლავზე მინდოდა გადამეგორებინა კვერცხი, არავინ იყო ჩემს მეტი და ვთხოვე საპატრულო პოლიციას, შევეშვი, მაგრამ არ შემიშვეს,’-ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი გაათავისუფლეს

თარიღი : 3-05-2021, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია თავისუფალია. ნარსიამ იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა. საგამოძიებო უწყება მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ნარსია 2 მაისს ქუთაისში იმ დროს დააკავეს, როდესაც სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა და სამართალდამცავებს არ დაემორჩილა.

"გუშინ იყო ორმაისობა, ქუთაისობა, აღდგომა დღე. მივედი უბრალოდ, ჩემი პატარა დის საფლავზე მინდოდა გადამეგორებინა კვერცხი, არავინ იყო ჩემს მეტი და ვთხოვე საპატრულო პოლიციას, შევეშვი, მაგრამ არ შემიშვეს. კარგით მეთქი, ჩამოვართვი ხელი და ვთქვი, ბიძინას დედა ვატირე, რომ ჩემი დის საფლავზე არ მიშვებს-მეთქი. ამის გამო დამაკავეს. ვემუდარებოდი გავეშვი, ჩემი შეყვარებული მახლავს და გზა საერთოდ არ იცის მეთქი, მაგრამ არა. წითელი კვერცხი დავტოვე აღდგომა დღეს სასაფლაოს კარებთან და წამიყვანეს საპატიმროში. ამათ არც ღმერთის სწამთ, არც ქალაქის, არაფრის. ესენი არის ურჯულოები. როცა კარფურში ასობით ადამიანის შესვლა შეიძლება, სასაფლაოზე 10-10 ადამიანი ხო მაინც შეიძლებოდა შევეშვით?"-აცხადებს ნიკა ნარსია.

ნიკა ნარსიას მხარდასჭერად გვიან ღამით, ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, დაუშვებელია სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება და ამის გამო ადამიანისთვის ჯარიმის გამოწერა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 328-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში აღდგომას საფლავზე მისულ მოქალაქეს მამის ადგილას სხვა მიცვალებული დახვდა.
ქუთაისის მერიასთან შეკრებილები ორგანიზაციის წევრის, ნიკა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პრემიერის ქუთაისში ვიზიტისას
დეპუტატ გიორგი თევდორაძის განცხადებით, დაკავებულია სამი ადამიანი. დღეს საღამოს ჯერ ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე, მოგვიანებით კი
'ნაციონალური მოძრაობის' საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ნარსიას საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინცინდენტზე სამართალდამცავებმა ორი პირი

ამინდი