Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ეს არის ხალხის წვალება და მეტი არაფერი,’-ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

თარიღი : 3-05-2021, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან, 3 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ისევ იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება 26 აპრილს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს არც ქუთაისში, რასაც მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ მათ გადაადგილებაში ხელი შეეშლებათ.

"ტრანსპორტი უნდა მუშაობდეს, ყველას არ აქვს ტაქსის ფული. რა თქმა უნდა, იქნება ხელისშემშლელი გადაადგილებაზე, მაღაზიაში გვინდა გასვლა, ექიმთან, აფთიაქში, ამიტომ, გვინდა რომ იმოძრაოს"

"ერთი კვირა შეაჩერებენ ამ შეზღუდვით ვირუსს? ეს არის ხალხის წვალება და მეტი არაფერი. რა აზრი აქვს? ტრანსპორტი არა და პატარა მანქანები და ტაქსი კიო. ტაქსში დამემართა ზუსტად ვირუსი, კინაღამ რომ მომკლა. ან სად გვაქვს ტაქსის ფულები, მოგვიწევს ფეხით სიარული,"-აცხადებენ ადგილობრივები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება კი არ შეიზღუდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოქალაქეები აცხადებენ, რომ გზები გაუწმენდავია, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერზებით ან საერთოდ ვერ გადაადგილება.

ამინდი