Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

თარიღი : 2-05-2021, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა სოფელ დიდვაკიდან სოფელ მარელისამდე მონაკვეთზე მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკური ჯგუფი იმყოფება, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე მუშაობს. ინცინდენტის შემდეგ მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილას კერძო ტრანსპორტით გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “საქართველოს რკინიგზა”.

“ხაშური/ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.

საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრების
ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები დახმარებას ითხოვენ.
მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა

ამინდი