Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის მოულოდნელი სტუმრობა მამაკაცთან, რომელსაც დიაბეტის გამო ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს

თარიღი : 1-05-2021, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სააღდგომოდ ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად, მურმან ხიჯაკაძის ოჯახს ესტუმრა.

მურმან ხიჯაკაძე ხარაგაულის რაიონის სოფელ ლახუნდარაში ცხოვრობს.

აქვს დიაბეტი, რის გამოც მას ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ფეხი მოკვეთეს.

ხარაგაულის მერიამ მას სპეციალური საჭიროების ეტლი გადასცა. ხიჯაკაძე ამბობს, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებით უკეთ გრძნობს თავს.

“მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათ განსაკუთებული ყურადღება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მინდოდა დღეს, აღდგომის ბწყინვალე დღესასწაული უშუალოდ მიმელოცა და მხარდაჭერა გამომეხატა მურმან ხიჯაკაძის ოჯახის მიმართ. ეს ადამიანი ჩემთვის არის მაგალითი ვაჟკაცობის, შეუპოვრობის, სიმამაცის. მისი შემართება მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის. ასეთ ადამიანებს ფართო საზოგადოებას უნდა ვაცნობდეთ, მათზე ბევრს უნდა ვსაუბრობდეთ,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მურმან ხიჯაკაძეს ვეტერანის სტატუსი აქვს. ხარაგაულის მერმა მას სხვადასხვა სოციალური პროგრამით სარგებლობა შესთავაზა, მათ შორის ახალი პროგრამით, რომელიც უშუალოდ კობა ლურსმანაშვილის ინიციატივთ შეიქმნა და ომის ვეტერანებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების შეთავაზებას ითვალისწინებს.

მურმან ხიჯაკაძემ მერს მოულოდნელი სტუმრობისთვის და მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამბობს, რომ გამუდმებით შრომობს, მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა, არ ჩერდება, მუდმივ მოძრაობაშია და აღდგმომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც იმედით და რწმენით ხვდება.


ნანახია: 374-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

ამინდი