Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის დედას ესტუმრა

თარიღი : 1-05-2021, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ხიდარში, 2008 წლის აგვისტოს ომში 29 წლის ასაკში დაღუპული ზაზა გლუნჩაძის დედას ესტუმრა.

ვარლამ ჭიპაშვილმა მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და სოფლის წარმომადგენელთან, კოტე ბერაძესთან ერთად ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ზაზა გლუნჩაძის დედამ მარინე გლუნჩაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა ტკივილიანი მოგონებები.

“ტკივილის და სიამაყის განცდა ერთდროულად გეუფლება ამ ოჯახში სტუმრობისას. გმირი შვილის გმირ დედას კიდევ ერთხელ გამოვუხატეთ მადლობა იმისთვის, რომ მან ჩვენ ქვეყანას ღირსეული მამულიშვილი აღუზარდა, რომელმაც ახალგაზრდა ასაკში სამაგალითო კვალი დატოვა და ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტობის მაგალითი მოგვცა. ჩვენ ვალდებულები ვართ გვახსოვდეს და პატივისცემა გაგვაჩნდეს ასეთი ოჯახების მიმართ. დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა,”-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

მერის პირველი მოადგილე ოჯახის სოციალურ საჭიროებებს გაეცნო და აღნიშნა, რომ ადამიანებისადმი ყურადღება, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა და პასუხისმგებლობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მთავარი პრინციპებია.


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან დაღუპული გმირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

ამინდი