Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

თარიღი : 30-04-2021, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი თავისუფალია. განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული პირი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.

ბრალდებულის ინტერესებს "იურიდიული დახმარების სამსახურის" ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, გელა სიორდია და ადვოკატი ნინო მეფარიშვილი იცავდნენ.

"საუბარია შარშან, აგვისტოს თვეში, ტყიბულში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იყო პიროვნება, რომელიც გუშინ, სრულად გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა. მას ბრალი ედებოდა განზრახ მკველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში, რისთვისაც სასჯელის სახით ემუქრებოდა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება, რომ ნამდვილად ამ ადამიანს ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, იმის გამო, რომ საქმეზე არ იყო გამოძიება კვალიფიციურად, ობიექტურად, მიუკერძოებულად ჩატარებული, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ცნეს ეს ადამიანი უდანაშაულოდ და გუშინვე გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან,"-განუცხადა გელა სიორდიამ Topnews.com.ge-ს.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, ბრალდებულმა საპყრობილეში, პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანებებიც მიიყენა. ის და მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ დანაშაული, რომელსაც ჩაფიძეს (ბრალდებულს) ედავებოდნენ, რეალურად სხვისი ჩადენილია.

მკვლელობა, 2020 წლის 9 აგვისტოს, ტყიბულში, გამთენიისას მოხდა. საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 384-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებული პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ჭ.-ს ინტერესების დაცვას ადვოკატი გელა სიორდია ახორციელებდა.
მაგდა პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ.
ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სამსახურის ადვოკატები მუშაობდნენ, 2013 წელს თერჯოლაში მომხდარ მკვლელობას ეხება.

ამინდი